Home

ევრომელანომის შესახებ

 

ევრომელანომა არსებობს იმისთვის, რომ გაავრცელოს და გაავრცელოს ინფორმაცია კანის კიბოს პრევენციის, ადრეული დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესახებ. ჩვენ გვხელმძღვანელობს ევროპელ დერმატოლოგთა ქსელი, რომელიც გულუხვად გვითმობს დროს.

 

მთავარი


კანის კიბო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს, რომლის სიხშირე განუხრელად მატულობს. ყოველი მეექვსე ევროპელი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც შეიძლება დაავადდეს კანის კიბოთი. ამასთან, კანის ავთვისებიანი სიმსივნეები, ადრეული გამოვლენის შემთხვევაში, სრულიად განკურნებადია!

 

"ევრომელანომა" წარმოადგენს კანის კიბოსა და მელანომის საწინააღმდეგო ყველაზე მასშტაბურ პანევროპულ კამპანიას, რომლიც მიმდინარეობს 1999 წლიდან და დღეისათვის მასში გაერთიანებულია ევროპის თითქმის ყველა  ქვეყანა.

 

„საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ ინიციატივით საქართველო 2012 წლიდან გახდა ევრომელანომის წევრი ქვეყანა. ასოციაციის ორგანიზებით ევრომელანომის კამპანიის ფარგლებში ჩატარდა კანის კიბოს პირველი სკრინინგი ქვეყანაში.

 

მთელი საქართველოს მასშტაბით კამპანიის ფარგლებში ყოველწლიურად მაისის ბოლო კვირას ტარდება ფართე საინფორმაციო კამპანია და მოსახლეობის უფასო გასინჯვები კანის კიბოს სხვადასხვა ფორმების ადრეულ სტადიებზე გამოვლენისა  და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

 

2012 წლიდან ჩატარებული 3 კამპანიის ფარგლებში უფასოდ გაისინჯა 3000-ზე მეტი მსურველი. გამოვლინდა კანის კიბოსა და მელანომის შემთხვევები, რომელთა მკურნალობა დააფინანსა კამპანიაში მონაწილე შემდეგმა კლინიკებმა: თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი, საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი, კლინიკა ”მედულა”. 2013-14 წწ ოპერაციების თანადაფინანსება თბილისის მასშტაბით თავის თავზე აიღო ქალაქ თბილისის მერიამ.

 

ევრომელანომის კამპანიის ქართული ჯგუფი მადლობას უხდის სკრინინგში მონაწილე ყველა კლინიკას, მათ ხელმძღვანელობას, ექიმებსა და რეზიდენტებს დაუღალავი, უანგარო შრომისათვის!

 

"ევრომელანომა" 2012- 2014  მონაწილე ექიმები:

 

მაია დათუაშვილი, იოსებ კობახიძე, ნელი ბაკურაძე, ნინო ოთარაშვილი, ლალი მეკოკიშვილი, კახაბერ თოდუა, ნათია მამადაშვილი, კახაბერ თოდუა, მამუკა რაზმაძე, ვერა დვალიშვილი, ლია ჭითანავა,თინათინ გაიდამაშვილი, ლაშა ოსეფაიშვილი, ალექსანდრე ჩირინაშვილი, გიორგი ქრისტესაშვილი, ლიკა დათუაშვილი, ლალი ბაბაევა, ალექსანდრე კაციტაძე, ნინა ცისკარიშვილი, მაია ერაძე, მანანა თევზაძე, ნატა კილაძე, თეონა შულაია, ციცნა ბენდელიანი, მაია ენუქიძე, თამარ მურჯიკნელი, თინათინ ქიტუაშვილი, ირმა ბუჩუკური, თამარ ებანოიძე, ცირა ლეონიძე, გიორგი თვალიაშვილი, ნინო სანოძე, ნინო ჯაში, ვიქტორია სულავა, ნინო ორახელაშვილი, ლიკა ბარელაძე, მანანა ფოფხაძე, ირაკლი ნადირაძე, ია ბაბილაშვილი, ირინა იაშვილი, სერგო დადაშიანი, ნინო ლომსაძე, თახირ ომაროვი, მაია მარიდაშვილი, ნინო ჩიჯავაძე, კონსტანტინე ცაგარეიშვილი, აკაკი ჩიხლაძე, თეიმურაზ გოგიტიძე, თამარ კონცელიძე, ლელა ბერიძე, ნინო ბერიძე, როსტომ ცინცაძე, დავით გიორგაძე, მზიური ზაქარაია, გიორგი ლეჟავა.

 

რეზიდენტები:

 

 ნელი ქეშელაშვილი, ნინო ფეიქრიშვილი, მაგდა ყიზილაშვილი, მარიკა მელქაძე, ნინო არჩვაძე, გიორგი ფოცხვერაშვილი, ირმა დვალიშვილი, ნინო ცისკარიშვილი, ცისკარი ცისკარიშვილი

 

კლინიკები/ხელმძღვანელები:

 

კლინიკა ”კურაციო”/ სოფიო გასიტაშვილი,  კლინიკა "ქალი და ჯანმრთელობა"/ნინო დუმბაძე, თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი/ზურაბ რაინაური, ქ. რუსთავის ვენ-დისპანსერი/გოჩა ტაბატაძე, დიაგნოსტიკური ცენტრი ”ექომედი”/ლალი კეზერაშვილი, კლინიკა ”ავერსი”/დიმიტრი ჯორბენაძე, ”ჯანმრთელობის ცენტრი”/ლალი გუჯაბიძე, გია გვარამიას კლინიკა/გია გვარამია, საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი/რევაზ გაგუა, შ.პ.ს. ქ. თბილისის 30-ე შერეული პოლიკლინიკა/ნატო ბერიშვილი,  კლინიკა ”ევრომედი”/გოჩა ჩაგელიშვილი, კლინიკა შ.პ.ს. ”გიდმედი”/გივი ჩიქობავა, კლინიკა ”მედულა”/დავით თაბაგარი, ჩაჩავას კლინიკა/ელგუჯა გოცირიძე, კლინიკა ”სითი-მედი”/ქეთვან შარანგია,  კლინიკა ”მედლაბი”/გიორგი ნოზაძე, ქ. ბათუმი ს.ს. ”საზღვაო ჰოსპიტალი”, ქ. ქუთაისი წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიისა და ონკოლოგიის ცენტრი/მამუკა იოსელიანი.

 

დეპარტამენტები, კვლევითი ცენტრები

 

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის დერმატოლოგიის დეპარტამენტი/ლალი მეკოკიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დერმატო-ვენეროლოგიის კათედრა/ალექსანდრე კაციტაძე, კანისა და ვენ.სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი"/გიორგი გალდავა, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი/გია გაბუნია.

 

ლალი მეკოკიშვილი

 

ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი, ევრომელანომის ნაციონალური კოორდინატორი

"საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცის"   პრეზიდენტი 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევრომელანომის ნაციონალურ ვებგვერდზე!

 

Our last campaigns

 

EUROMELANOMA is the official skin cancer prevention campaign from EADO.

logo 2