კანის კიბო
მზის სხივების ინტენსიური ზემოქმედების შედეგად ქვეითდება კანის ადგილობრივი იმუნიტეტი, ხდება კანის უჯრედების დაზიანება, მათი გენეტიკური სტრუქტურების შეცვლა. კანის რეპარაციული სისტემა ვეღარ ახდენს ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული ამ სერიოზული დაზიანებების აღმოფხვრას და შვილეულ უჯრედებს გადასცემს არასწორ ინფორმაციას. თუ ასეთი უჯრედები აგრძელებენ გამრავლებას, მოგვიანებით შესაძლებელია მოხდეს მათი მუტაცია და კანის კიბოს განვითარება. არსებობს სხვადასხვა ტიპის კანის კიბო. მათ შორის ყველაზე დიდ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს უქმნის კანის ავთვისებიანი მელანომა.
კანის არამელანომური კიბოს სახეობები ნაკლები აგრესიულობით გამოირჩევიან, ახასიათებთ ნელი პროგრესირება, თუმცა ისინი 10-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ავთვისებიანი მელანომა. უპირატესად ზიანდება კანის ღია, მზისგან დაუცველი არეალები: სახე, ყურები, ხელის მტევნების დორზალური ზედაპირები, მამაკაცებში თავის გამელოტებული ადგილები. ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში არსებობს არამელანომური კანის კიბოს სრული განკურნების დიდი შანსი. მიუხედავად იმისა, რომ კიბოს ამ სახეობების დროს იშვიათად ვითარდება მეტასტაზები, ექიმები ურჩევენ პაციენტებს ჩაიტარონ რეგულარული კონსულტაციები სპეციალისტთან კანის მდგომარეობის შესაფასებლად. კანის არამელანომური კიბოს სამი სახეობა არსებობს: აქტინური კერატოზები, ბაზალურუჯრედოვანი კიბო და ბრტყელუჯრედოვანი კიბო.
Euromelanoma
Austria
Belgium
Bosnia-Herzegovina
Bulgaria
Croatia
Cyprus
Czech Republic
Denmark
Estonia
Georgia
Germany
Greece
Hungary
Ireland
Italy
Latvia
Lithuania
Luxemburg
Fyro Macedonia
Malta
Moldova
Netherlands
Poland
Portugal
Romania
Russia
Serbia
Slovakia
Slovenia
Spain
Sweden
Switzerland
United Kingdom
Ukraine


