მთავარი

 18-26 მაისს საქართველოში  ჩატარდება "ევრომელანომა 2013" კანის კიბოს საწინააღმდეგო კამპანია   

ევრომელანომა წარმოადგენს კანის კიბოს საწინააღმდეგო კამპანიას,  რომლის მიზანია  მელანომისა და კანის  სხვა ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეულ  სტადიებზე გამოვლენის ხელშეწყობა.                                                            
 პროექტს ხელმძღვანელობს ევრომელანომის საბჭო, რომელიც წარმოადგენს ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის (EADV) ორგანულ  ნაწილს. 
2012  წელს საქართველო გახდა ევრომელანომის კამპანიის  წევრი ქვეყანა.   
პროექტის განხორციელების ინიციატორი და ორგანიზატორია "საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია".  

 პროექტის მიზანია ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს  ინფორმაცია კანის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკების, პროფილაქტიკისა და ადრეული ნიშნების შესახებ.                                                                                                    

  ევრომელანომის კვირეულში საქართველოს მასშტაბით თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში  ჩაატარდება მოსახლეობის სკრინინგი კანის კიბოსა და მელანომის გამოვლენის მიზნით.    

  

პროფესორი ლალი მეკოკიშვილი

 ევრომელანომის ნაციონალური კოორდინატორი

"საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცის"   პრეზიდენტი 

 

                                                                                                  

ევრომელანომა წარმოადგენს კანის კიბოს პრევენციის პანევროპულ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია კანის კიბოს პროფილაქტიკის, ადრეული დიაგნოსტიკის და მკურნალობის შესახებ.
კამპანია პირველად ჩატარდა 1999წ ბელგიაში და გავრცელდა 29 ქვეყანაში დაწყებული ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ - მთელს ევროპაში: შვეციაში, კიპროსში, მალტაში, ირლანდიაში, რუსეთში და სხვა.
ამ ინიციატივას სათავეში ჩაუდგა ევროპელ დერმატოლოგთა ჯგუფი, რომლთა წევრები უანგაროდ იღწვიან ამ კეთილშობილი მიზნის მისაღწევად. გარდა ჩვენი ყოველწლიური მოსახლეობის უფასო გასინჯვების კამპანიისა, ჩვენ ვცდილობთ ხელმისაწვდომი გავხადოთ თქვენთვის ინფორმაცია კანის კიბოს შესახებ.
თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი ვებგვერდის სხვადასხვა განყოფილებას და შეიტყოთ, თუ რა არის კანის კიბო და როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ საკუთარ თავსა და თქვენს შვილებს მინიმუმამდე დაიყვანოთ კანის კიბოს განვითრების რისკი. ასევე თქვენ ნახავთ ინფორმაციას მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივების შესახებ, რაც დაგეხმარებათ გაერკვეთ გარუჯვის შესახებ გავრცელებულ მითებსა და რეალობაში.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ძალისხმევა იქნება შედეგიანი და კანის კიბოს შესახებ ცოდნის ფართო გავრცელება ამ დაავადების ეფექტურ პროფილაქტიკას შეუწყობს ხელს.
ვერონიკა დელ მარმოლი
ევრომელანომის ევროპული კამპანიის ხელმძღვანელი
Veronique del Marmol / MD / PhD

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                       კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევრომელანომის ევროპულ     ვებგვერდზე!