დაიცავით თქვენი კანი

თქვენ ვერ შეეცვლით მელანომის გენეტიკურ ფაქტორებსისეთებს როგრიცაა ღია  ფერის კანი, მრავლობითი ხალი ან მელანომის ოჯახური ანამნეზი, თუმცა მისი განვითარების რისკი შესაძლებელია მკვეთრად შემცირდეს შემდეგი წესების დაცვ

მზის სხივების ზემოქმედება

თავიდან უნდა იქნეს აუცილებლად აცილებული მზის სხივების უეცარი,ინტენსიური და პირდაპირი ზემოქმედებამთავარი მიზანია არ მიიღოთ მზის დამწვრობაკანის სიწითლე მზეზე ყოფნის შემდეგ, ყველაზე მძიმე  დამწვრობაა მაშინ როდესაც 48საათის განმავლობაში სხეულზე ვითარდება მტკივნეული ბუშტებიამიტომ მნიშვნელოვანია ავრიდოთ თავი მზეზე ყოფნას 11 დან 15საათამდე.

მზის დამცავი კრემები

მზის დამცავ კრემებს უნდა ქონდეს ყველაზე მაღალი მზისდამცავი ფაქტორი და უზრუნველყოფდეს თანაბარ დაცვას UVAდაUVB  სხივებისაგან. (მხოლოდ ყველაზე მაღალი მზის დაცვის სპექტრის მქონე კრემებს შეუძლია UVAსხივებისაგან დაცვა). მზის დამცავი კრემი მოქმედებას იწყებს ნახევარ საათში და ნარჩუნდება 2-3სთის განმავლობაშიასერომ წაისვით მზისდამცავი კრემი მზეზე გასვლამდე ნახევარი  ადრე და განიახლეთ ყოველ 2 საათში ერთხელ.

ჩრდილი/ტემპერატურა

იყავით ჩრდილში, როდესაც ჯერ კიდევ არის მზის დამწვრობის მიღების ალბაობა და არ გაქვთ მზის დაცვის საშუალებებიუბლიან ამინდში მზის სხივები ღრუბლებში გადიან და მისი ზემოქმედება მზიანი ამინდის მსგავსიაასე რომ, თქვენი კანი ასეთ ამინდშიც  იღებს რუჯს. გახსოვდეთ UVსხივების ზემოქმედებით თქვენ სიმხურვალეს კანზე ვერ გრძნობთ, ასე რომ, ნიავი ღრუბლიან ამინდში არ განაპირობებს რუჯის უსაფრთხოდ მიღებას.

სამოსი

მზის სხივების ზემოქმედებისგან ყველაზე კარგი დაცვაა გრძელ მკლავებიანი პერანგი; მუქი ფერის ტანსაცმელი ღია ფერისგან შედარებით უკეთესად იცავს კანს მზის სხივებისგან. სამოსი  უნდა იყოს მჭიდრო და UV დაცვის ნიშნით. კარგია ფართო ფარფლებიანი ქუდისა და პოლარიზებურლი მზის სათვალის გამოყენება ( UV აზიანებს ასევე თვალებსაც)დღესდღეობით უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია ბავშვები ტანსაცმელისპეციალური მზის დამცავი შემადგენლობის მქონე საცურაო კოსტუმების ჩათვლით.

კოსმეტიკა და მედიკამენტები

კოსმეტიკა და მედიკამენტები - ზოგიერთი მედიკამენტი ზრდის კანის მგრძნობელობას მზის სხივების მიმართ, რაც აუცილებლად განხილულ უნდა იყოს თქვენ ექიმთანდეოდორანტებმა, კოსმეტიკურმა პროდუქციამ და პარფიუმერიამ შეიძლება გამოიწვიონ კანზე არასასურველი რეაქცია ან განავითარონ მუდმივი პიგემნტაციაარ შეიძლება მსგავსი საშუალებების გამოყენება მზის აბაზანების მიღებამდე.